16:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 10:50:42, 591 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახდეპი ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.

ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.

"ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო. საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორიზმის შემთხვევების აღმოჩენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასთან." - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ტერორიზმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის შეთქმულება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ირანელები ხელმძღვანელობდნენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ტერორიზმის მხარდამჭერი ქმედებები, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა, ტერორიზმისკენ მოწოდება და ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩაბმა, მათ შორის, უცხოელი მებრძოლებისა." - აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics