|
2023-12-02 09:30:50, 787 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, კენჭისყრას 311-მა კონგრესმენმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. გამოცემის ცნობითვე, 2023 წლის მაისში, ჯორჯ სანტოსს ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში წაუყენეს. ამასთან, მას წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებენ. თუმცა, სანტოსი თავს უდანაშაულოდ ცნობს. CNN-ის ცნობითვე, ნიუ იორკელი სანტოსი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. ცნობისთვის, ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ედავებოდნენ. ასევე, კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა. სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე "შეალამაზა," თუმცა თანხების მითვისებასა და სხვა დანაშაულებს უარყოფდა.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)