|
2023-12-01 09:44:15, 955 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - ოპოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციაში მონაწილეობა წარმოუდგენია აჟიოტაჟის შექმნით - დასხდნენ ჩვენთან ერთად
ოპოზიციას, რადიკალური იქნება თუ არარადიკალური, ევროკავშირში ინტეგრაციაში მონაწილეობა წარმოუდგენია მხოლოდ განცხადებების გაკეთებით, მედიისთვის ინტერვიუების მიცემით, აჟიოტაჟის შექმნით. ეს პროცესი არ არის რეალური. რეალური პროცესი არის, რომ დასხდნენ ჩვენთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ როგორც კანონპროექტების შემუშავებაში, ასევე იმ სხვა გეგმებში და პროგრამებში, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ევროკავშირის ელჩმა უკვე შეაფასა, როგორც ელვისებური ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავაჩქაროთ პროცესი, მათ შორის იმედი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება იმ გზაზე, რასაც ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია ჰქვია. „მოლოდინი იმის მიმართ, თუ რა როლი ექნება ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს, სავარაუდოდ, ორად უნდა გავყოთ. თუ საპარლამენტო ოპოზიციაზე ვისაუბრებთ, ოპოზიცია, რომელიც მე ვთვლი, რომ უკვე ოპოზიცია აღარ არის, ეს არის რაღაც რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად მონაწილეობდა მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და ამ ნაწილში იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, მოვუწოდებთ რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ. ჩვენ გვყავს ძალიან ფართო სპექტრი პოლიტიკური პარტიებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთას წარმოადგენს - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არიან დეპუტატები ოპოზიციური ფლანგიდან - არარადიკალური ნაწილი, რომლებიც ფორმალურად მაინც მონაწილეობდნენ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიაზრებენ კარგად, თუ რა ზიანს აყენებს მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არმონაწილეობა და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან იმიტომ, რომ ერთერთი რეკომენდაცია, ნაბიჯი არის სწორედ ოპოზიციის მონაწილეობა უფრო აქტიურად, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო მანამდე, ან ვიდრე ეს თვითონ ოპოზიციას წარმოუდგენია“,- განაცხადა ბითაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)