16:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 17:24:54, 645 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო - ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს ასუსტებს

არ არიან მართალი ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს, ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს ასუსტებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

სიიარტოს თქმით, იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს ომს და კეტავს კომუნიკაციის არხებს, ხოლო რეგიონს არა ომი, არამედ მშვიდობა სჭირდება და იმისთვის, რომ უარი არ ითქვას მშვიდობის იმედზე, აუცილებელია, კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს.

„ვფიქრობ, რომ თუ ბოლო წელიწად-ნახევარს გადავხედავთ, ნათელია, რომ ისინი ვინც, წარმოაჩენდა, რომ გამოსავალი ბრძოლის ველზეა, არ არიან მართლები. ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არის, ბრძოლის ველზე არიან დაღუპულები და არის ნგრევა. ასევე, არ არიან მართლები ისინი, ვინც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს. ეს ასევე არ არის მართალი. ამ ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს უფრო და უფრო ასუსტებს.

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ იარაღის მიწოდება ასევე არ ეხმარება ამას. იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს ომს, ჩვენ კი არ გვჭირდება ომი, არ გვჭირდება იარაღი რეგიონში, ის რაც რეგიონში გვჭირდება, არის მშვიდობა და ამას გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება არის არსებითი მნიშვნელობის, რადგან თუ კომუნიკაციის არხებს დავბლოკავთ, ჩვენ უბრალოდ უარს ვიტყვით მშვიდობის იმედზე. ჩვენ კი არ გვინდა მშვიდობის იმედზე უარის თქმა. შესაბამისად, ძვირფასო ბუიარ, მინდა, შევაქო ყველა თქვენი ძალისხმევა ამ ორგანიზაციის გადასარჩენად და იმისთვის, რომ შანსი მიეცით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზებული თანამშრომლობის თუ არა, დიალოგის დაბრუნებას“, - განაცხადა სიიარტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics