|
2023-11-30 16:11:19, 543 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის საგარეო მინისტრი - რუსეთი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებს არღვევს და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს მას
რუსეთი ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს მრავალი წლის განმავლობაში არღვევს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. ვალტონენის თქმით, რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უსაფრთხოების საბაზისო პრინციპებს, "მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ". „რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს ქარტიას, ასევე არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, მათ შორის საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებებს ექვემდებარება და არც გადახედვის ან ხელახლა ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს. ევროპაში არ არის ადგილი რუსეთის ცნებებისთვის გავლენის სფეროების შესახებ ან ნულოვანი ჯამის თამაშზე. ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთს შეუძლია ამ ომის ნებისმიერ დროს შეჩერება და მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ - ევროპაში ომის დროს კიდევ ერთი ზამთრის წინაშე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს, რომელსაც სურდა სწრაფი გამარჯვება, წარმატებას ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს უკრაინის დასამარცხებლად. უკრაინელების გამძლეობა და სიმამაცე აღმაფრთოვანებელია“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)