2023-11-29 22:47:46, 733 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე დღეს „ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე დღეს „ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულ მძევლებს შორის 10 ისრაელის მოქალაქეა, ორი კი - ტაილანდის.
სანაცვლოდ ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 30 პალესტინელი.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ დაახლოებით 240 ადამიანი გაიტაცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,