07:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 22:36:41, 686 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი - ეს ქვეყანას განვითარებას მოუტანს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ მელაანში ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში  არაფორმალური განათლების ცენტრს “მელოს” ესტუმრა და ახალგაზრდრბს შეხვდა.

ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობასა და განვითარებას მოუტანს.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, აქ მელაანში, სადაც ასეთი მხიარული, აქტიური და ცოცხალი ახალგაზრდები არიან. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ასეთი ახალი სიცოცხლე დაიწყო ამ სოფელში, რომ თქვენ წამოიწყეთ ის, რასაც ეს ბავშვები თავიანთი განახლებული ენერგიით შემდგომაც გააგრძელებენ.  მე ვნახე მათი ნახატები და თემატიკაც გასაგებია, ამას არ სჭირდება გრძელი სიტყვები. ესე იგი, ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, ვიცით და გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობას, განვითარებას და თავისუფლებას მოუტანს და ეს ყველაფერი, ამავდროულად, უნდა მოხდეს თავისუფლად და არა ვინმეს ძალდატანებით; მაგალითად, თქვენი აქ მოსვლა და თქვენი მონაწილეობა ამ წრეში  სრულიად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. სწორედ ასე უნდა იყოს ჩვენი მომავალი ჩვენი გადაწყვეტილი ჩვენი წესებითა და ჩვენი მოთხოვნებით აღჭურვილი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics