2023-11-29 19:28:11, 659 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის საგარეოს მინისტრი - თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს
თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
ბილსტრომის თქმით, უსაფრთხოების გაუარესებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შვედეთის გაწევრიანება ნატოში ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მომენტი ევროპისა და მსოფლიოსთვის - და NATO-სთვის, როგორც ორგანიზაციისთვის. უსაფრთხოების გაუარესების და ასევე უკრაინის ომის გამო, შვედეთის გაწევრიანება NATO-ში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბილსტრომმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,