08:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 16:30:33, 832 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმა - ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე

ანტირუსული სანქციების პოლიტიკა საქართველოში ზუსტად იქნა აღწერილი, როგორც თავის მოტყუება და სიგიჟე - ამ სათაურით რუსეთის ფედერაციის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში, რომელიც კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე 28 ნოემბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, ანტირუსულ ისტერიას არ დამორჩილებოდა.

"როგორიც არ უნდა იყოს სირთულეები მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იპოვა გამბედაობა, არ დაემორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებითა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობით. ამ პრიორიტეტებით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ზედიზედ ორი წელია, ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათაშორის, რუს ტურისტებს კარგი შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის. 

ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას, რითაც გამოხატავს საკუთარ მანიაკალურ სურვილს, გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკა ლურსმნების, თხილისა და ღილების ექსპორტის აკრძალვით. მსგავსი "შორსმჭვრეტელი" ევროპელი ლიდერების გამო, ევროპა ყველა სფეროში არსებული დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით პალატა N6-ად იქცა.

ეს, როგორც ჩანს, საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის შეგრძნების სრული დაკარგვით, სერიოზულად განიხილავენ ყირიმის ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს - უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად ჩანს",- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics