|
2023-11-29 14:48:39, 701 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებია“ - თორნიკე კორძაია
„ლიბერთის“ ახალი კამპანიისა და ბანკის სამომავლო გეგმების შესახებ, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე კორძაია საუბრობს.
ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან „ლიბერთის“. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც „ლიბერთის“ გუნდმა უნდა შეასრულოს. საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.
საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას: ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე. ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს „ლიბერთი“, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. „ლიბერთის“ 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის“ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.
მას შემდეგ, რაც „ლიბერთის“ სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი. ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. დღეს-დღეობით ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ „ლიბერთი“, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)