|
2023-11-29 11:38:47, 633 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მსმენელებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ მელქაძე და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, პიიტერ პალსი მიესალმნენ, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ნიკოლოზ მელქაძემ ესტონურ მხარეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. "კურსის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და მასში განხილული თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ წელს მეორედ ტარდება, რომელშიც სამთავრობო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სემინარის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)