2023-11-29 09:46:47, 778 ნახვა
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა.
დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
"ექსპრესნიუსი" ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს დამატებითი დეტალები, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,