2023-11-28 23:57:44, 697 ნახვა
მსოფლიო
IDF - „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებენ, რომ „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად 12 მძევალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია Times of Israel ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მძევლებს შორის ათი ისრაელის და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც მედია წერს, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს მოგვიანებით გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ დაახლოებით 240 ადამიანი გაიტაცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,