2023-11-28 20:12:48, 647 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის გენშტაბის უფროსი - „ცაჰალი“ ღაზას სექტორში ბრძოლის განახლებისთვის მზად არის
„ცაჰალი“ მზად არის ღაზას სექტორში ბრძოლის განახლებისთვის, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევმა განაცხადა.
ჰალევის თქმით, ისრაელი ზავის დღეებს მზადყოფნის გასაძლიერებლად და ოპერატიული გეგმების დასამტკიცებლად იყენებს.
"ჩვენ ვემზადებით ბრძოლის გასაგრძელებლად "ჰამასის" განადგურების მიზნით. ამას დრო დასჭირდება, ეს კომპლექსური მიზნებია, მაგრამ ეს გამართლებულია", - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,