|
2023-11-28 17:57:43, 764 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ხაბეიშვილის გადადგომისკენ მოწოდებები პარტიის წინააღმდეგაა მიმართული და „ოცნების“ ინტერესებს ეთამადება
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის თუ ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირ შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისკენ მოწოდებები პარტიის წინააღმდეგაა მიმართული და "ქართული ოცნების“ "ინტერესებს ეთამადება". „საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის თუ ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირ შედეგი არ ექნება. მართლა წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს ზოგიერთი მეორედ და მესამედ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული და ბუნებრივია, ეხმიანება და ეთამადება „ქართული ოცნების“ ინტერესებს პირდაპირ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ კარგად იცოდეს, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და არჩევნები ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის იანვარში... მოვუწოდებთ ნიკა მელიას, დამარცხებული კანდიდატების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია "ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ მოწოდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის,ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეები, წევრები და თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)