08:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 17:20:04, 646 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები 2025 წლამდე არ იქნება

არანაირ არჩევნებს არ უნდა ველოდოთ მომავალ წლამდე, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ჩვენი შიდა რეგულაციებით, წესდებით განსაზღვრულია შემდგომი არჩევნების თარიღი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წესდებაში აღნიშნულია, რომ თავმჯდომარე 2 წლით ირჩევა, აღნიშნული ვადა კი, მოქმედ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მომავალ წელს გასდის.

"განსაკუთრებულად პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენც წესდება, შიდა მარეგულირებელი ნორმები, რომლის მიხედვითაც გრძელდება ამა თუ იმ ორგანიზაციის ცხოვრება. ჩვენ შემთხვევაში არჩევნები, თავმჯდომარის არჩევნები პირველ რიგში არის ჩანიშნული, დაახლოებით, ერთ წელიწადში - 2025 წლის იანვარში.

სწორედ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით ბოლო ყრილობისას წესდებაში ჩაიწერა, რომ თავმჯდომარე ირჩევა 2 წლით. ეს ორი წელი გადის მომავალ წელს, 13-14 თვე დარჩა იქამდე, შესაბამისად თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა ფართო შიდა ოცეულობით არჩევნებში, ალბათ, იმ დროისთვისაც იქნება ელექტრონული წესით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს და მიიღოს იმ არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ასე მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. თავმჯდომარის არჩევა მოხდება 2025 წლის იანვარში",- განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა.

მოგვიანებით, აღნიშნულ მოწოდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის,ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეები, წევრები და თანამშრომლებიც შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics