|
2023-11-28 14:37:51, 725 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს 2 დეკემბერს ქალაქი წყალტუბო უმასპინძლებს
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ საზოგადოებას ბუნებრივი ღვინის ფესტივალ „ამერიმერ“-ზე იწვევს. ფესტივალი 2 დეკემბერს, იმერეთში, კერძოდ კი ქალაქ წყალტუბოში მდებარე სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort-ში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფესტივალ „ამერიმერს“ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოში ატარებს. „ეს მასშტაბური ღონისძიება 2023 წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს შესთავაზებს. ფესტივალში, მონაწილეობას მიიღებს ათეულობით მცირე მარანი, რომლებიც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები არიან და ღვინოს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მეღვინეობის წესების სრული დაცვით აყენებენ. ბუნებრივი ღვინის საიდუმლო ორგანული წესების დაცვით მოვლილი ვენახებშია, სადაც არ გამოიყენება ჰერბიციდები, სისტემური პრეპარატები და მინერალური სასუქები, რაც შემდგომში უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვინოზე. სწორედ ამ მაქსიმალურად სუფთა ნედლეულისგან აყენებენ ღვინოს ასოციაციის წევრები, რომლებიც მარანში პრინციპულად არ იყენებენ ისეთ დამხმარე საშუალებებს და მეთოდებს, როგორიცაა: სელექციური საფუარი, გამწებავი საშუალებები, პასტერიზაცია, ღვინის მჟავები, ტანინები თუ სხვა მსგავსი ინდუსტრიული დანამატები. ისევ როგორც წინა წლებში, ფესტივალს ამჯერადაც ესტუმრებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები და რესტორატორები. მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N23. სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort. ფესტივალის მიმდინარეობის დრო: 2 დეკემბერი. 2023 წელი.12:00-დან 18:00 საათამდე. 12 წლამდე პირებს არ სჭირდებათ ბილეთი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)