2023-11-28 13:44:24, 618 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ
ჩვენ მკაფიო პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით - სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, "ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იცავს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული აქვს".
"ამ პოლიტიკის ფარგლებში იდება ნებისმიერი გარიგება. სადმე გადახვევა თუ იქნება, ნებისმიერმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, მაგრამ გადახვევა თუ არ არის, პრეტენზიებსაც ვერ ექნება საფუძველი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიცავთ იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული გვაქვს",- ამბობს კობახიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,