08:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 23:02:11, 706 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროსტრუქტურებშია დაცული

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია არის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებშია დაცული.

,,ჩვენი ხმა ევროპას“- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებშია დაცული. არცერთი სხვა ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან გაწევრიანებული [ქვეყნები], ასეთი ორგანიზაცია ისტორიამ არ იცის; სხვა ისტორიამ იცის იმპერიები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ და თუ რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას.

ცოდნა - ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციაა ის მთავარი რამ, რაც მივიღეთ, მაგრამ არა მხოლოდ. მაგალითად, ,,ერასმუსის“ პროგრამა, ერთ-ერთი ძალიან დიდი მიღწევაა, რითაც სარგებლობს ბევრი ჩვენი ახალგაზრდა, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები, მაგრამ ,,ჰორაიზონ ევროპა“ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის; შემოქმედებითი ევროპა -,,კრეატივ ევროპა“ კულტურის სფეროსათვის, რომელიც ასევე ჩვენი შესაძლებლობის გახსნისა და გაშლისათვისაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics