2023-11-27 22:27:47, 679 ნახვა
მსოფლიო
გალანტი - როდესაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაახლებს, მისი სიძლიერე უფრო დიდი იქნება
როდესაც ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაახლებს, მისი სიძლიერე უფრო დიდი იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტმა ისრაელის ჯარისკაცებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ცაჰალი" ბრძოლაში უფრო მეტი ძალით დაბრუნდება.
"თქვენ ახლა გაქვთ რამდენიმე დღე, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას, გამოვიყენებთ იმავე ძალას და მეტს. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ ისვენებთ და აორგანიზებთ [მომავალ ბრძოლას], მტერიც იგივეს აკეთებს", - განუცხადა ჯარისკაცებს გალანტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,