09:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 10:44:54, 610 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საჯაროდ ვამბობ, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ - აღარ არის პარტიის წევრი

საჯაროდ ვამბობ, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას", აღარ არის პარტიის წევრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას"ეთერში განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მელია პარტიიდან არ გაუგდია, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას". აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ვერ ილაპარაკებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენ გარიცხეთ? - ხაბეიშვილმა თქვა:

"თქვენ გინდათ, რომ სიტყვა "გააგდეთ" გითხრათ? ან "გაუშვით"? მოდი, ჩემს პასუხს გეტყვით, მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics