21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 02:06:58, 775 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის აკვატორიაში ამხელა მასშტაბის ქარიშხლის ეპიცენტრი 100 წელი არ ყოფილა

შავი ზღვა ამჟამად არის იმ მასშტაბის ქარიშხლის ეპიცენტრი, რომელიც ამ რეგიონში  ასი წლის განმავლობაში არ დაფიქისრებულა. - ამის შესახებ უკრაინის მედცენტრი იტყობინება.

ბოლო ინფორმაციით შტორმი საქართველოს ტერიტორიული წყლებისკენ მოემართება. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე მაქსიმალური შტორმი მოსალოდნელია ორშაბათს დილის 6 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. შტორმი საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილიდან (ოკუპირებული აფხაზეთი) დაიწყება და გადმოინაცვლებს სამეგრელო-აჭარის მხარეს.

აზოვის ზღვაზე ქარის სიჩქარე 75 კმ/სთ-ს აღწევს

 ოკუპირებულ ყირიმში 10 მეტრი სიმაღლის ტალღებია, რომელთაც გადაუარეს ევპატორიას, სევასტოპოლსა და იალტას. მას შემდეგ, რაც ზღვის წყალმა სანაპირო ზონა გადაფარა, განადგურებულია აგრეთვე რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილი სანგრები და ტრანშეები. 

ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ ძლიერი შტორმის შედეგად ძლიერად დაზიანდა სევასტოპოლის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა. 

 რთული ვითარებაა აგრეთვე ოდესაშიც, რის ფონზეც მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა- ოლქის არაერთ დასახლებას ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.

27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics