2023-11-24 19:18:52, 800 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Times of Israel ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ეგვიპტეში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
დღეს ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე შევიდა.
შეგახსენებთ, შეთანხმების თანახმად, საერთო ჯამში, „ჰამასის“ მხრიდან 50 მძევლის გათავისუფლება იგეგმება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,