2023-11-24 17:27:34, 667 ნახვა
მსოფლიო
მედია - საფრანგეთში საქართველოს 3 მოქალაქე პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობის ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში საქართველოს 3 მოქალაქე ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრაგნული გამოცემა Journal du Dimanche ავრცელებს.
პროკურატურა გამოცემას უდასტურებს, რომ დაკავებულია სამი პირი 24, 26 და 44 წლის ორი ქალი და ერთი კაცი.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული პირები პარიზის გარეუბანში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,