09:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 16:42:49, 634 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა პირადობის მოწმობა, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, იურიდიულ ძალას დაკარგავს

ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც 2011 წლამდეა გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები და ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია მხარს დაუჭერს „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაშიც ხმის მიცემის უფლებას იძლევა, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა.

"რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც „ევროპელი სოციალისტების“ მიერ იყო ინიცირებული, თვითონ ეს კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა, ასეთი პირადობების მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა, პირობითად, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. გამომდინარე იქიდან, რომ რაზეც შევჯერდით დღეს, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები და ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი.

დღევანდელი მოცემულობით არის ასეთი ვითარება, 2011 წლიდან შემოვიდა ელექტრონული პირადობის მოწმობები, ამის შემდეგ რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, 64 ადამიანმა აიღო არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მაქსიმუმ ეს გაიზარდოს 500-მდე. როცა 2 მილიონი ამომრჩეველი მივა არჩვნებზე, 2 მილიონიდან იქნება მაქსიმუმ 500 კაცი, რომელიც ხმას მისცემს არაელექტრონული პირადობის მოწმობით. აქედან გამომდინარე, რაზეც იყო საუბარი, რომ შეიძლება, ეს არჩევნების გაყალბებისთვის იყოს გამოყენებული, თავიდან ბოლომდე იხსნება, რადგან მაქსიმუმ 500 კაცი იქნება, ვინც არაელექტრონული მოწმობით მისცეს ხმას, ოღონდ დამტკიცდება პრინციპულად განსხვავებული ფორმით, დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ყველა პირადობის მოწმობა დაკარგავს ძალას, რომელიც გაცემული იქნება 2011 წლამდე.

მთელი ეს შფოთვა უკავშირდებოდა 2011 წლამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს, რადგან ასეთი არის, დაახლოებით, 200 ათასი პირადობის მოწმობა. ესენი დაკარგავს ძალას, თარიღზე შევჯერდებით, მაგრამ პირობითად, პირველი მარტიდან და ეს პირადობის მოწმობა გაუქმდება, შესაბამისად, ამ პირადობის მოწმობებით ვერავინ მისცემს ხმას. აქედან გამომდინარე, შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება, დაახლოებით, 500 კაცი. არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, არის საქართველოში, დაახლოებით, 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებს პირადობის მოწმობას. ასეთი, დაახლოებით, ჯამში 180 კაცი არის, მათგან 64 არის ვინც რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას. ჯამში ეს რიცხვი, როდესაც გაუქმდება ძველი პირადობები, შეიძლება მაქსიმუმ 500-მდე გაიზარდოს. ამიტომ, თავიდან ბოლომდე პრობლემა მოიხსნება.

ერთი მხრივ, მხარს დავუჭერთ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც აძლევს არაელექტრონული პირადობის მოწმობის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებას, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება ყველა ძველი პირადობის მოწმობა. გაუქმდება, დაახლოებით, 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ამას ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული პირადობის მოწმობის არმქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

ამასთან, 15 ნოემბერს, პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics