21:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 15:22:03, 735 ნახვა

მსოფლიო
AP - ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელებს, რომლებიც ღაზას ჩრდილოეთით დაბრუნებას ცდილობდნენ - არიან დაღუპულები

ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ამოქმედებული დროებითი შეთანხმების შემდეგ, ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით დაბრუნებას ცდილობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 ადამიანი.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა ჯარისკაცებმა ფეხის არეში დაჭრეს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი გზაჯვარედინზე მოხდა, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს ჰყოფს.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა თვითმფრინავებიდან გამაფრთხილებელი ფლაერები გადმოყარეს, სადაც მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი კვლავ ბრძოლის ეპიცენტრია და მათ სამხრეთში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

"ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ომი ჯერ არ დასრულებულა. ჰუმანიტარული შესვენება დროებითია, ღაზას სექტორის ჩრდილოეთი საშიში ომის ზონაა და იქ მგზავრობა აკრძალულია. თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი თქვენს ხელშია", - წერია ფლაერებზე.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი ვიდეო ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, დღეს, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,  ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე ამოქმედდა, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 24 ნოემბერს შედგა.

მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.. 

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics