|
2023-11-24 10:48:18, 957 ნახვა
მსოფლიო
IDF ღაზას მოსახლეობას - ომი ჯერ არ დასრულებულა, დარჩით ჰუმანიტარულ ზონაში
ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ღაზას მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „ომი ჯერ არ დასრულებულა“. მისი თქმით, ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და იქ გადაადგილება აკრძალულია. „ომი ჯერ არ დასრულებულა. ჰუმანიტარული პაუზა დროებითია. ჩრდილოეთი ღაზას სექტორი სახიფათო ომის ზონაა და აკრძალულია ჩრდილოეთით გადაადგილება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანიტარულ ზონაში, სამხრეთში“, - განაცხადა IDF-ის სპიკერმა. ცნობისთვის, დღეს, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე ამოქმედდა, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი 16:00 საათზე დაიწყება. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 24 ნოემბერს შედგა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)