21:12 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 09:20:19, 568 ნახვა

მსოფლიო
CNN - ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს

ისრაელის ოფიციალური პირი 39 პალესტინელი პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებას ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

CNN-ის ინფორმაციით, გათავისუფლებული პატიმრები, სავარაუდოდ, 18 წლამდე ქალები და მამრობითი სქესის მოზარდები იქნებიან, რომლებსაც საბოლოო შემოწმებისთვის ოფერის ციხეში გადაიყვანენ.

გამოცემის ცნობითვე, უცნობია, პატიმრების გათავისუფლების ზუსტი დრო, თუმცა, როგორც ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, პატიმრები იქამდე არ გათავისუფლდებიან, ვიდრე ღაზადან მძევლები ისრაელს არ გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

ამასთან, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება.

აღსანიშნავია ასევე, რომ გუშინ, 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდება, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი საღამოს 4 საათზე დაიწყება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics