09:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 22:43:25, 836 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება - ჩვენ გამარჯვებას ვირჩევთ

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე... აქ საკითხი ზუსტად ასე დგას: ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება!, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ვარდების რევოლუციამ" საქართველო მსოფლიო რუკაზე მყარად დააბრუნა.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეს.

ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე. ჩვენ, ვარდების რევოლუციით, კორუფციას, კრიმინალს, უიმედობასა და რუსეთს ვუთხარით არა. დსთ-ს სივრცეში პირველად, ამ პატარა საქართველომ გაბედა და სწორედ ამიტომ გვიწოდა თბილისში ჩამოსულმა ამერიკის პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა. 

ახლაც ზუსტად ასევე ვეტყვით ოლიგარქს, რუსეთს, უიმედობასა და უპერსპექტივობას არას! დაიმახსოვრეთ, განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში. მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს - ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა.

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება! ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics