14:26 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 16:31:46, 754 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ - მტერი

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

გახარიას თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი.

8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს.

ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, - წერს გახარია X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი, მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 50-მა კი თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics