|
2023-11-23 13:39:27, 654 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მოუწოდებს შს და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, უწყების მიმდებარედ მყოფთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მონაწილეებისთვის სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება. იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, უზრუნველყონ სამინისტროს ტერიტორიის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები არ დააწესონ. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. "აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ეზოს გარეთ ტერიტორიაზე მცირე კარვის განთავსება და წვიმისგან დაცვის მიზნით, ცელოფნის გადაფარება შეძლეს. ღამით კი, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ცელოფნით გადახურულ ნაწილზე პლედის დაფარების უფლება არ მისცეს. სახალხო დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე დაყრდნობით, ხაზგასმით მიუთითებს, რომ გამოხატვის ფორმები მოიცავს კარვებისა და სხვა სახის კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობას. შეკრების მონაწილეებს გარანტირებული აქვთ უფლება საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი აზრი ტერიტორიის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამასთან, აზრის გამოხატვა არამხოლოდ საუბრით ან განცხადებებით, არამედ, მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის კარვის) აგებითაც შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. საჯარო ადგილას ნებისმიერმა შეკრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეული დოზით დარღვევა, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მშვიდობიანი შეკრება, სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული ხარისხის შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს. შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისა და თითოეული პირის კანონით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის სამართლიან ბალანსს და ამგვარი შეზღუდვები არ უნდა ატარებდეს ბლანკეტურ ხასიათს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებელმა უწყებებმა გაითვალისწინოს პროტესტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული გარემოებები (მათ შორის, სამინისტროს შენობის ადგილმდებარეობა, ტერიტორიის სიდიდე, კლიმატური პირობები) და არსებული საზოგადოებრივი ინტერესი. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების განმარტებით, მათთვის არავის აუხსნია რა არის შეკრების უფლებაში ჩარევის კონკრეტული საფუძველი. არც სახალხო დამცველისთვის არ არის ამ დრომდე ცნობილი, რა საფუძვლით ეზღუდებათ შეკრების მონაწილეებს სამინისტროს ეზოსა და მის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის შესაძლებლობა; ასევე, სრულიად გაუგებარია, რატომ არ მიეცათ მათ პლედის გამოყენების უფლება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - უზრუნველყონ სამინისტროს ტერიტორიის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და არ დაუწესონ ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები",- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)