2023-11-22 22:27:22, 740 ნახვა
მსოფლიო
კოენი - „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებმა ლიბანში ყოვლისმომცველი ომი შეიძლება გამოიწვიოს
„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებმა ლიბანში ყოვლისმომცველი ომი შეიძლება გამოიწვიოს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისრაელს არ აქვს სხვა ფრონტის გახსნის ინტერესი, მაგრამ ქვეყანა მსგავს თავდასხმებს ვერ შეეგუება.
„ჰეზბოლას“, ირანის მარიონეტის თავდასხმებმა [ისრაელის წინააღმდეგ] ლიბანში ომი შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა ელი კოენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,