|
2023-11-22 19:51:47, 760 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ინფორმაცია, თითქოს მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, სრული სიცრუეა
გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს. თბილისის მერიის განცხადებით, ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს - მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი. გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ. ლილოში მდებარე „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე პირია, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და დედასთან ერთად თავშესაფრის ბენეფიციარად დაარეგისტრირა, რადგან მ.კ. უზრუნველყოფდა მის მოვლას. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარს უნდა შეეძლოს თავის მოვლა, ჰიგიენური ნორმებისა და ოთახში სისუფთავის დაცვა. მას შემდეგ, რაც მ.კ.-ს თავად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თბილისის მერიამ უზრუნველყო სტაციონარში მისი არაერთხელ გადაყვანა. ბენეფიციარი მდგომარეობის გართულებამდე უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ექიმის დანიშნულებას არასათანადოდ ასრულებდა. აღნიშნულმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და სხვა ბენეფიციართა დახმარების გარეშე აღარ შეეძლო თავის მოვლა. მისი ასეთი მდგომარეობა ბენეფიციართა უკმაყოფილებას იწვევდა, რასაც ისინი თავშესაფრის სოციალურ მუშაკებთან საუბარში აფიქსირებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მ.კ.-ს გაუჭირდა გადაადგილება და შვილის მსგავსად თავადაც ეტლით მოსარგებლე გახდა. აღნიშნულის შედეგად, მომვლელის გარეშე დარჩა მისი შვილი, შშმ პირი დ.ჩ. თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარებს თავშესაფარი უნდა დაეტოვებინათ. „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ხელმძღვანელობამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზეც დედა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მ.კ.-მ შვილთან ერთად, თავად დატოვა თავშესაფარი. აღნიშნული შეთავაზება მათ, ასევე, აქვთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან, თუმცა, უარი განაცხადეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. რასაკვირველია, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიაროს ინფორმაცია, თუმცა, ამასთანავე აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას სიცრუის ტირაჟირება და გადაამოწმოს ინფორმაცია შესაბამის უწყებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)