10:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 18:42:52, 604 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

"ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაუწიოს ექსპერტული დახმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და უნგრეთში საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი.

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიურად 2021 წლიდან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლების შემდგომ ვითარდება. 2023 წლის ივლისში ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ერთი თვის წინ კი, იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის 2024-2025 წლების სამუშაო გეგმა გაფორმდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics