10:53 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 14:48:17, 664 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის

მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ჰყავს "თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები და ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს".

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, პირველადი პროექტი მომზადებულია და ბოლო ეტაპზეა განხილვები. მის საფუძველზე საბოლოო სახით დამტკიცდება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა.

რა თქმა უნდა, პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას, დღეს ოლიგარქები არიან პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ მათ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, საქმე ექნებათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას, შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო ჩვენ აღარ მივიღეთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას და შემოგვთავაზეს, სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 52 გვერდისგან შედგება და ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს.

ამასთან, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics