23:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 13:04:00, 1192 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ მაია სანდუ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

სანდუს თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს შეხვდება.

"კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან შეხვედრებისთვის ჩამოვედი. ჩვენი დღის წესრიგი: მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერაა იმ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები ატარებენ, - წერს სანდუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს კიევს მოულოდნელი ვიზიტით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც ეწვია.

გუშინ, 20 ნოემბერს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics