11:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 12:41:49, 882 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ხაზარაძეზე - თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა

მას, მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერევა ვაშინგტონი მოსკოვში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა.

როგორ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხაზარაძე ქართველების "დასაბეზღებლად ჩავიდა", შემდეგ კი ამით "თავს იწონებდა". 

"თუკი, ვინმე არიან რუსული სტილის პოლიტიკოსები საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან "ლელოს" ლიდერები. ჩვენ ვნახეთ ბ-ნი მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, რომ სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას, მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერევა ვაშინგტონი მოსკოვში. ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და საჯაროდ თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, ყველაფერი მოვყევი ქართველებზეო დაასანქცირებს ამერიკა ქართველებსო. აი, ასეთ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთში ერევათ. თავისი წარსულიდან გამომდინარე, ჰგონიათ, რომ ცენტრში უნდა ჩავიდნენ, რომ იქ დააბეზღონ კონკურენტები - როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე, საბჭოთა პერიოდში, მოსკოვში რომ აბეზღებდნენ, რათა კარიერა გაეკეთებინათ. ვაშინგტონში კონკურენტები დააბეზღო და სანქციები მოითხოვო - ეგ ერთი და მეორე - მოითხოვო მხარდაჭერა ცენტრიდან იმისთვის, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთო საქართველოში. ამ ადამიანებს არანაირი ერთგულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად, დღეს იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად. ქართველ ხალხთან მათ კავშირი საერთოდ არ აქვთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე "ლელოს" 9-პუნქტიან გეგმაასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

"ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, ერთ რამე შეიძლება გარანტირებულად ვთქვათ, ეს არ არის ინიციატივა, რომელიც ქართველი ხალხიდან მოდის, ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 20 ნოემბერს პარტია "ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა. ხაზარაძის განცხადებით, "საქართველოს დაცვის აქტი" 9 პუნქტისგან შედგება, რომლის მიზანსაც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics