11:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 10:38:39, 1134 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აკორდ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსს აკორდ დეველოპმენტი აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 1.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი კომპლექსი 1200 კვადრატულ მეტრზე, უნივერსიტეტის #6-ში გაშენდება. კომპლექსი მყუდრო საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს 14 სართულიან კომპლექსს, ორსართულიანი პარკინგით, სადაც 4 სართულზე განთავსდება ბიზნესცენტრი და 8 სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეებს. აკორდში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი და  დაცვის სამსახური 24/7-ზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გამწვანებული ეზოთი, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნით.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში სრულდება და მობინადრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

“აკორდ დეველოპმენტი 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაციით ვსარგებლობთ, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი კომპლექსის მშენებლობის მთავარ უპირატესობებს ენერგოეფექტური სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია კი გარანტირებულია კომპლექსის ყველა ბინაში“, - ამბობს აკორდ დეველოპმენტის დირექტორი, ბექა ჟვანია.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე", - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics