|
2023-11-20 15:20:24, 749 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თითქმის არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს
მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს - თითქმის არ მახსენდება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატებს, "უზრდელობის ფაქტი" არ ახსენდება, თუმცა, "გადაჭარბებული განცხადება და გადაჭარბებული რეაქცია" არსებობს. "ყველაფერი, ყოველ ჯერზე დაიწყო ქალი დეპუტატების უზრდელობით. მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა... ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან და იყო მეორე შემთხვევა, როცა იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მიეცა ასევე შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა",- თქვა კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)