2023-11-20 09:23:45, 669 ნახვა
მსოფლიო
CPJ - ისრაელისა და „ჰამასის“ შეტაკებებს, სულ მცირე, 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 48 დაღუპული ჟურნალისტიდან 43 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო.
CPJ-ის ცნობითვე, დაშავდა 9, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 13 ჟურნალისტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,