|
2023-11-19 00:01:21, 703 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი ძალიან დროული იყო სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად
მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი. მისივე თქმით, რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარების მიზნით, საქართველო მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ფასილიტატორის როლი შეასრულოს. "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი - უკვე 30 წელია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)