|
2023-11-18 15:43:42, 915 ნახვა
სამართალი
დმანისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც არასრულწლოვანის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. "ვინაიდან ბავშვი არის არასრულწლოვანი, არ აღიარებს. მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ მოეკლა დაზარალებული. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, რადგან იგი მოქმედებდა თავდაცვის რეჟიმში, ვინაიდან ის იყო ძალადობის მსხვერპლი. მას სცემდნენ სრულწლოვანი ადამიანები. ჩვენი პოზიცია იყო, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო გირაო და სხვადასხვა დამატებული ვალდებულებები, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია, რასაც ჩვენ გავასაჩივრებთ. მის მიმართ ბულინგის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მას არ ჰქონდა იარაღი, უბრალოდ ცემის დროს, როდესაც ის წაიქცა მიწაზე, ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო საგანი, რომლითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს", - განაცხადა ადვოკატმა. ამასთან, საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს, რომ 15 წლის ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. "საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები. ესენი გახლავთ სამი თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში გამშველებლის როლში. მათი ჩვენებიდან ცალსახად დასტურდება, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მან რეალურად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. დანაშაულს თანამონაწილეები არ ჰყავდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაული სწორედ იმ ერთმა, არასრულწლოვანმა პირმა ჩაიდინა, რომლის მიმართაც დღეს სასამართლომ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)