12:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 15:30:40, 738 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ოქტომბრის თვეში არჩევნებია, ეს იქნება ტესტი - ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ

ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე: ვეროკავშირს ცხადად სურს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროპის ნაწილი გახდეს და იყო დრო, როდესაც უმეტესობა საქართველოს შემხედვარე ამბობდა, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დემოკრატიული ნოვატორია. ეს ის მიზანია, რომელიც ახლა უფრო შორსაა, თუ რომელიც ახლოვდება? იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ევროპაში ამბობს და მე ვციტირებ - საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics