|
2023-11-18 13:39:51, 732 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - EU-ში გაწევრიანება რთული პროცესია - ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას მოითხოვს
ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია, ის მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, საქართელოსი ერთ-ერთ მთავარდ გამოწვევად კვლავ პოლარიზაცია რჩება. "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის ერთ-ერთი შეთავაზებული ნაბიჯი იმ 9 პუნქტიდან, რომელიც ევროკომისიამ გასცა იმ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის ეს პოზიტიური რეკომენდაცია დადასტურებული იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ეს 9 ნაბიჯი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან დასაკარგი დრო არ არის. ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს ვნახავთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ის მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას. პოლარიზაცია, როგორც უკვე გამოიკვეთა, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოში. თუ გადავხედავთ ევროკომისიის 9 ნაბიჯს, პოლარიზაცია არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. რა არის გასაკეთებელი - ყველამ უნდა იმუშაოს ერთად, ყველამ უნდა შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური როლი, რათა საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)