12:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 11:57:19, 748 ნახვა

პოლიტიკა
მგალობლიშვილი ბოკუჩავაზე - მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი

ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.

მგალობლიშვილის თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "უზრდელობს და  ასეთი საქციელი ქალს არ შეშვენის".

"ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ვვარჯიშობ და არ ვსვამ, ძალიან იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით. მოხდა უზრდელობა, ტუტუცობა, რაც ქალს არ შეშვენის და მეც შეიძლება, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ გამოგვიწიეს, ეს კარგად გამოსდით. ბოკუჩავას ბოდიში როგორ უნდა მოვუხადო. მოიხადოს თვითონ ბოდიში შეურაცხყოფისთვის და მეც მოვიხდი. ნუ ახლა პასტას რომ მოგარტყამენ თვალში შეიძლება, გამწარდეთ თქვენც", - განაცხადა მგალობლიშვილმა "TV პირველთან" სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ რომ, გუშინ, 17 ნოემბერსპარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.

ბოკუჩავას განცხადებით, მგალობლიშვილი ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა.

ამასთან, ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე ჩატარებოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics