|
2023-11-17 18:24:59, 727 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას
ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ. „რაც აქ ვიდექი, ერთი სიტყვა არ მითქვამს შეურაცხმყოფელი, ქალბატონო თინა, თუმცა, თქვენ ჩვეულ რეჟიმში თავი გამოიჩინეთ ისევ და ისევ ამ შეურაცხყოფებით. პრემიერთან დაკავშირებითაც გქონდათ გარკვეული კითხვა და ყველას მიმართ შეურაცხყოფა, რასთან მიმართებითაც პირდაპირ გეტყვით: ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც, ქალბატონო თინა, დაასრულა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რაც ჰქონდა თქვენს ხელისუფლებას. აი, ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ასევე, ამაყი ვარ იმით, რომ ვარ იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვიზალიბერალიზაცია და, ასევე, ამაყი ვარ, რომ ვარ იმ გუნდში, რომელმაც შეძლო, და ევროკომიამ, მისი მოქმედებების შედეგად, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაეწია რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოს წინაშე, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამით ნამდვილად ამაყი ვარ. ვიცი, რომ ეს თქვენ არ გსიამოვნებთ და მზად ხართ, შეურაცხყოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ გზაზე გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუმცა, მე ამით ნამდვილად ამაყი ვარ", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)