|
2023-11-17 14:37:54, 660 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი ბრეგაძეს - მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი
დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი,- ასე მიმართა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, სიტყვით გამოსვლისას თქვა, "მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება". "ე.ი. სასწაული უკვე მოხდა - კახექსია დამარცხა ამ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები. მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს - რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“,- თქვა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)