12:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:46:32, 705 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ

ჩვენი კარი დაიხურება NGO-ებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

არძინბა 16 ნოემბერს სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან "ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები" განიხილა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო ასევე საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება "ოფიციალურ" დოკუმენტში - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "ბრძანებულებაში".

როგორც არძინბამ აღნიშნა, გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც აღიქმება, "როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა". 

"მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზეთ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიხურება",- თქვა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს "კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს "დეზინფორმაციას აწვდიან"  მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics