12:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 12:33:19, 719 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - თუ ოდნავ შერჩა ღირსება, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს

თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Le Monde-სთან ინტერვიუს.

ზარქუას თქმით, პრეზიდენტი მავნებლობს და აცდენილია რეალობას.

"რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში, რასაც აკეთებს. თქვენ თუ მოგეცათ შესაძლებლობა, იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ სალომეს - თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, მაშინ ჩვენი დასახელებული და არჩეულია პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება და ადეკვატურობა აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ. [...] ადეკვატურობასთან აქვს პრობლემა და-ძმას.

შეუძლებელია, შენ გუნდმა აგირჩია, ივანიშვილის გუნდმა, ბატონმა ივანიშვილმა წარგადგინა თავის დროზე, თორემ ჩვენი არჩევანი ის არ ყოფილა, გვითხრეს, რომ ეს არის სწორედ დემოკრატიის გზაზე, პლუს ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მავნებლობს.

თავისი განცხადებებით, გამოვიდა, ჩავიდა ევროპაში და ინტერვიუ მისცა, რომ საქართველოს პრემიერს დარწმუნებული არ ვარო, უნდა თუ არა დასავლეთიო და ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გვერდში დავუდექით, მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის? არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ", - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის".

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics