12:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 11:21:12, 612 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ზურაბიშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია

სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციას "გადააბიჯა".

"რაც არ უნდა სცადონ სალომე ზურაბიშვილის წინა ხაზზე გამოყვანა, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება და აფასებს, რას ემსახურება ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი პირი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი. ამით მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი ხალხის გაცხადებული ნდობა კონსტიტუციისადმი და ის ხალხს დაუპირისპირდა, როდესაც მან გადააბიჯა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას.

მცდელობები არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კონკრეტული პოლიტიკური აქტივობის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამოხატული მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევით. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი გამოხატული კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან დაძაბულობის ფონის შექმნისთვის, რაზეც შემდგომ საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას ბოდიშის მოხდაც კი უწევს, ამიტომ წარმოუდგენელია ასეთმა პირმა რამე სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს.

რაც უნდა რესურსი დახარჯონ სალომე ზურაბიშვილის გააქტიურებაში, საზოგადოება კარგად აფასებს მის კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ ვის ინტერესებს ემსახურება და ხელისგულზე დევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მოქმედებს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით. შესაბამისად, ასეთ პირებს პოლიტიკური მომავალი ვერ ექნებათ“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics